|
ველზე ცხენის ფლოქვის ჩქამი, ჭალებს მოდებული ნისლი, ცაში დაკარგული მთანი „შიბნი“, „კიდეგანა“, „ბისნა“ სათიბს ყვავილების ცვარი, კლდიდან შურთხის სტვენა ცისკრის. ჟამი ფრთაგაშლილი მწარედ, ყველგან ნაშალები ციხის... ზოგჯერ ნაღვლიანი წამი, ზოგჯერ არაფერზე ფიქრი. ცაში არეული ჭკანი, მთები, კიდევ მთების იქით ჯიხვთა მღვრიე ზეცის ჭამა. ქარაფთ ჩანჩქერების ფიფქი, მთების თოვლიანი ჯამი - ტავროთ მოწმენდილი ოფლი... ფლოქქვეშ გათელილი ჯავრი ბოლოს ამოდენა სოფლად... ვიწროდ მიმქუხარი წყალი ზეცის მეზობლობით ყოფნა. |


