კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 21:02

 

ხომ შეგიძლია, ამ განცდისგან  უფალო მიხსნა,

თუ საშველია, მისაშველე, სანამ ვიბღავლებ!

ამ კარაბინის სამიზნეში აღებულ ჯიხვს გავს,

ვიწრო ნაპრალში გაჭედილი ჩემი იღბალი.


ვიცი ზედმეტი მომივიდა, სამი მოვკალი.

(ალბათ იმ სიზმარს, დედაჩემი ტყუილად დაწვავს)

ვუმზერ, ჩემს გასწვრივ  ვარსკვლავები როგორ როკავენ,

აკეცავს დალიც, ჯურღმულებში ჩაშვებულ ნაწნავს.


თვალებში ელავს, ლამარიას მაცხოვრის ფრესკა,

საკმევლის სუნი მომაფრქვიეს მშრალმა ნისლებმა.

აქ ყველაფერი, ამ სამყაროს გაჩენის დღეს გავს...

შიშით კი არა, სინანულით, სევდით ივსება


ეს ჩემი გული, რომ იცოდე ღმერთო მაღალო!

ვკვდები, ეს ღამე თან გამყვება გრძნეულ სიზმრებად.

ცოდვებს სულ უფრო დავიმძიმებ, ვიცი ახლა რომ

ასეთ ღამეში, ავტირდე და ცრემლი დავღვარო.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen