კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 04:43

 

ასწლოვან მუხებში გაშლილია მდიდარი სუფრა:

გარდაიცვალა თავადი ფრიდონ..

ჩინებული აღაპია!

ღატაკი აზნაური - კოწია თავაზიანობს ნამეტანს:

- კარტოფილს არ მიირთმევთ, ქალბატონო აგრაფინა?

მანდილოსანმა გადაიღო მცირედი ულუფა -

ღიმილით ნაზით.

მამაკაცები ეწაფებიან უშველებელ ყანწებს.

კოწია-არწივი გახტრიონის,

აგრაფინა-ვარდი შირაზის -

ეარშიყებიან ურთიერთს -

მოდგნენ ხასიათზე - რაღაი გაძღნენ....

ოოო! ეს კი აღარ ვარგა! -

კოწიამ ყელი მოიღერა სამღერლად -

დაიჟინა: ქორწილში ვართო!

არწმუნებს აგრაფინას: მე ვარ..

იადონი!

და შენზე ვიწერ ჯვარს დღეს, ქორფა ვარდო!

სირცხვილი არ გვაჭამო, თუ ძმა ხარ, კოწია!

კაცო, ქელეხია, რამ გააქორწილა! -

აღშფოთდნენ კოწიას სახლიკაცები,

მისწი-მოსწიეს მძიმე ყანწები,

წამოაყენეს კოწია, გაიყვანეს გვერდზე...

კოწია ბალახში ქუდს ეძებს-

წაქცევაზეა, მუხლები ეკეცება...

რაღა ექუდება,

რაღა ეძებნება-

ხითხითებს აგრაფინა და...

- ეს თუ აღაპია,

ამასაც ვიკითხავ-ცხარობს გარსევანი.

- ხალხს თვალი უჭირავს ძღომაზე! გაქცევაზე!

მერე:

წითელი კუბო ორღობით მიაქვთ...

მერე:

საფლავზე ამოდის ია

და იმ მიწას, საცა ბალახია -

ფრიდონ წერეთლის საფლავი ჰქვია...

და რა თქმა უნდა:

ტირიფიც იქვეა...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen