კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 23:24

 

ხმა მოგვაწვდინე ბრძოლის ველიდან, 

ლექსი მიგქონდა საველე ჩანთით. 

იქნებ დაეცი სადმე ბერლინთან 

და მთის ჯიხვივით დაჭრილი სჩანდი.


გზას გადახედე ტანკით დაკეცილს, 

თვალში ელავდა ხვამლის თავანი. 

წახველ და დაგრჩა გულის ნამცეცი, 

რადგან თან წაგყვა ლექსი მრავალი.


ეგებ გეფარა რტოები მყიფე, 

თავი მიდევი ნანგრევის ქვაზე. 

ბინდში ელავდა ორბელის ციხე 

და შორს წიფლნარი მუაშის გზაზე.


გზის პირას წუთით წამოდექ თურმე,

სისხლმა შეღება ქართული წინდა. 

როგორ გაგართობს მდინარე დუნე, 

შენ ლაჯანურის ჩხრიალი გინდა.


სძლიე მთიელმა უთვალავ ორწოხს, 

ჯაგს კაფავდი თუ დანაღმულ ჭაობს.

შენი სტრიქონის ქუხილი მომწონს 

და გზაზე გეძებ, უმცროსო ძმაო.


შენი ხმის კილო მთების წილია, 

როგორ შეიძლებ დაბლობში გათბე. 

შენ მშვიდობისთვის ცეცხლში გივლია 

და აპრილის დღეს სიცოცხლე დათმე.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სიმონ ჩიქოვანი  • • •   სიმონ ჩიქოვანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen