კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 21:49

 

ნუ ეტყვით - მეთქი, განსვენებულს: იძინე მშვიდად!..

თუ მძიმე ტვირთი ედო მხრებზე და თუკი ზიდა

იმან ეს ტვირთი,

ვერც სიკვდილი ვეღარ დაიხსნის.

იმქვეყნიური ვერ მოუტანს შვებას დაისი.

განა იმისი საუკუნო ძილი ძილია?

რა დააძინებს თუ პატარა ერის შვილია?!

ნუ ეტყვით - მეთქი, განსვენებულს: იძინე მშვიდად!..

მიწაზე როცა დაეცემა ფოთოლი ხიდან,

იგი იმასაც გაიგონებს,

ხოლო ტაროსი,

როცა უეცრად შეიცვლება ამ სამყაროში,

იგრძნობს და რადგან მისი ერი მცირე ერია,

იმას საფლავში მშვიდი ძილი არ უწერია...

მაღალფარდოვნად, განსვენებულს - იძინე მშვიდად!

ნუ ეტყვით-მეთქი

და თუ ეტყვით, ეგ თქვენი მხრიდან

იქნება მხოლოდ მკრეხელობა,

ასე გარშემო

წრეს უხაზავენ დაკლულ ქათამს...

განა არსებობს

სიმშვიდე მათთვის, ვინც პატარა ერის შვილია,

განა იმისი საუკუნო ძილი ძილია?!

ვისაც აქ სძინავს ზეზეულად, უთუოდ იქაც 

იძინებს მშვიდად, იქაც ძილით გასძვრება სიქა,

მაგრამ აქ ვისაც არა სძინავს, ვერც იქ მოხუჭავს

თვალს ერთი წუთით,

გინდა ჭაბუკმა და გინდ მოხუცმა

ვით დაიძინოს...

მშვიდი ძილი არ უწერია

იმას საფლავში, ვისი ერიც მცირე ერია...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გივი გეგეჭკორი  • • •   გივი გეგეჭკორი პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen