კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 19:06

 

დღეს დავლევდი შენთან ერთად კარგ ღვინოს,

რომ ორივეს თავი დაგვაკარგვინოს.

დავივიწყოთ აკრძალვა და ყოყმანი,

გავუღიმოთ გრძნობას, ზეცით მოყვანილს.


რომ დავძლიოთ მორიდება, სირცხვილი,

რომ ვიგემოთ ერთად სამოთხის ხილი.

მზერით მჭამდე, კოცნით ნაფერხალიანს,

ავგიზგიზდე შენით, ნაკვერჩხალია.


დავარღვიოთ აკრძალვები და მარხვა,

შევძლოთ ჩვენი ერთმანეთში დამარხვა.

რომ არ ვიყოთ მუდამ მტკიცე მადანი,

დავიოკოთ მოფერების მადანი.


რომ მოგვენთოს მწველი ცეცხლი ჩვენც ნდომის,

მოვერიოთ შიშებს ცოდვის, შეცდომის,

მოგეფერო ვნებიანს და ჟინაშლილს,

რომ ჩაგწურო სულ მთლად გრძნობის ჭიქაში.


საფერავად ანდა ალადასტურად,

რომ გესმოდეს ჩემი "არა" დასტურად.

ისე გკოცნო, უფრო მოგაჯადოვო,

ისე შეგსვა, რომ წვეთიც არ ჩაგტოვო.


რომ არაფრით დავიმორცხვო, უარგყო,

სიყვარულით ერთმანეთი უკვდავყოთ.

შენს ხელებში გავიფოთლო კვირტებად,

დავივიწყო მარტოობის კირთება.


გავხდე უფრო ლმობიერი, მოჩვილო,

ამორძალი შეძლო, დამიმორჩილო.

ავყვეთ გრძნობას ჰაეროვანს, გამომწვევს,

ბაგეებით გულისცემას ამოწმებ.


ურცხვად ავყვე მონატრებულ ჟრუანტელს,

გზაგზა ვყრიდე მოთმინების პუანტებს.

არ ჩამომსვა გრძნობის ქარის რაშიდან,

მეალერსო ღამეც, გარიჟრაჟიდან.


მოვერიოთ ცივ ღვინის სმით ფორიაქს,

ვეზიაროთ სულ-ხორცის სიმფონიას,

გადაებას ვნების დაე, ძაფები,

ტკბილ ტუჩების ბადაგს დავეწაფები.


ერთხელ დავლევ შენთან ერთად კარგ ღვინოს,

რომ ორივეს თავი დაგვაკარგვინოს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen