|
ბაცი დღეების სევდა შეღებავს ყაყაჩოსფერი სისხლით ნაფერ ხალს, დიდი ხანია, ვერ ვგრძნობ შეხებას, ვით შიშველ კანზე დაყრილ ნაკვერჩხალს.
თევზები, ვხაპავ ბლანტ ჰაერს, თავზარის ელდით, რა მონატრების ზღვებად მევსები, რა უნუგეშოდ დავცარიელდი.
მზის არილი, სულის ტბისპირას გაწვა ლილია, ზოგჯერ სიცოცხლე, ცუდ სიზმარივით, რა უნუგეშოდ გაწელილია. |


