|
ჯარისკაცივით კუშტი სისხამი შლიდა ათასჯერ დაკეცილ კარავს და ილეოდა ქარში ის ღამე, დღემდე იდუმალ სათქმელს რომ მალავს.
წყალს ებრძოდა და წყალთან დავობდა, მდინარე, როგორც სიზმრის შლეიფი, მიიჩქაროდა ამ სამყაროდან.
თითქოს აკრთობდა ხმა გულსაკლავი და ღმერთის ცრემლი, კენჭად ქცეული, ცაზე ბრწყინავდა, როგორც ვარსკვლავი... |


