|
სოფელი ბარდნალა და ციხე მურის. კლდეებზე ცისარტყელა ბონდის ხიდად... ჩვენ, როგორც ძველი ღვინო ლეჩხუმური, უცებ შენი ლექსი მოგვეკიდა.
ასე ამაყი და რაინდული, შენ სხვაგვარ ცხოვრებას არც იწადდი. ბედი სასიკვდილოდ დაიმდურე.
ბედს ვერ გაუმკლავდი უცხო ზნიანს... ქართველ პოეტთაგან ასე მცირე ხანი ამქვეყნად არავის უცხოვრია.
რამდენ ოცდაექვსის სადარია, რამეთუ სისხლი ჩვენი შენმა ლექსმა ბევრჯერ აღაგზნო და გადარია.
- მზემ ჩვენმან დაგვათროს და აგვამღეროს. ხალხში ლექსად უნდა დავიბადოთ, სიმღერად დავებედოთ საქართველოს.
მგოსანს დუნედ ყოფნა არ ეგების. ვიყოთ ჯიუტი და პირდაპირი, ფეხქვეშ ნურავის ნუ გავეგებით!..
შენი შეძახება ვაჟკაცური... ჯერ ხომ სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში ფეთქავს საქართველოს ცხელი გული.
კლდეებზე ცისარტყელა ბონდის ხიდად... ჩვენ, როგორც ძველი ღვინო ლეჩხუმური, უცებ შენი ლექსი მოგვეკიდა. |


