|
მშვიდობით, ჩემი სოფლის ყანაო, ნეტავი ერთხელ კიდევ მენახე. ნიავის ყელზე რწევით ქანაობ და ქობასავით უვლი ვენახებს.
ფიქრებს და განცდა ნამწუხარევი, როცა შენს სერებს მაღალ ხევიანს ჩამოუვლიდი ლაღი ხარივით.
მეზარებოდა შენი დათმობა, ვაზების ჭალა უსაფერაო და მაჭრიანი ტკბილი ატმობა.
ვინ იცის რამდენ ღამურებს იტევს... მე იქ ბავშვობას ვაგებდი მახეს და კაკანათით ვიჭერდი ჩიტებს.
ისევ მიმიღო სად არ ნათრევი... მანდ მზე ცხუნარე ტანზე მებურა პირუბანელა და ნაადრევი.
და რად დავტოვე მწვანე ველები, საცა იალქნებს დააქანებენ ღრუბლები ცეცხლში გაწვდილ ხელებით.
ჯიშის ძირამდე გადამეპოხა. თან წამოვიღე შენი ლაზათი, რომ მივეგებო ამტყდარ ეპოქას...
ღირღიტა გუთნის, მეხრის ალოსი, ვისღა შეხვდება შუაღამეში ზვინების გვერდით თვლემა კალოზე...
ფიქრში ელავენ ლასტის ქოხები... ვხედავ მიმავალ ნიშნობის ბიჭებს ნუშის გულების ახალოხებით.
ქალაქს უამბო შენი იერი... აქაც მზისა და მიწის ყოველი სუნთქვა ნაზია და ნებიერი.
მოშიებული თვალით დამეძებს. ბევრჯერ მინდორში გვერდზე მწოლია პირქვე დაფენილ შუაღამეზე.
მიჭრიალებდა გზაზე ურემი... ბეჭდის თვლებივით ცვიოდა ციდან ძნები ავსილი მაოცვლით, პურებით...
ჩემო სოფელო ნისლს გაფარებდა და შენი ბედი ლაღი ფურივით მთის იალაღზე სძოვდა ხარებთან...
სცადე თათები და გადამირჩი, როცა პატარა მწყემსი ატირდა, შუაღამისას მარტო ყამირში.
ზვრებით, ბაღებით, ძროხის ბინებით... მანდ თურმე მარტი კიდეც აპირებს მოსვლას მინდვრების აბიბინებით.
სხვა დაქანებით ბრუნავს ჯარაზე... ეხლა მინდება უფრო ძალიან გასვლა გაშლილ და ფართო შარაზე.
რომელიც სადღაც ხევებში ჩარჩა... მე ბედი აქეთ მომათამაშებს, როგორც გრიგალი ამტყდარი შარშან.
შენი რძიანი მიწა, ალაგი.. მანდ ძუძუს ვწოვდი აშლილ ბალახებს, აქ-კი შეძახის გიჟი ქალაქი.
მიდის დროება ურმის, კამეჩის.. ალაზნის პირზე ბევრჯერ იწვალა მეხრემ დაძირულ შუაღამეში...
და ჩვენი საყდრის ბებერი მნათე... თვალებს შარაზე ცქერაში დაღლილს გადააფარებს დაკბენილ თათებს. |


