კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 18:22

 

მარმარილოს ქვეშ (მწუხარება უამრავ დროთა!

მე პოეზიამ დავიწყების ცელს ამარიდა);

საუკუნეთა სათვალავი მეკარგებოდა;

ერთხელ ზმანებით მე ამოველ ბნელ სამარიდან.


მე მოვდიოდი სამშობლოსკენ გზებით ირიბით,

ჰაერში კვნესდა დაწყვეტილი წვიმის სიმები.

და სასაფლაოს ძეგლებიდან მწუხარე რიგით

მე მიმყვებოდენ და სტიროდენ სერაფიმები.


ასე სტიროდენ: „ოჰ! შეხედეთ! აი, ეს არი!

იყავ ნაზი და ახალგაზრდა - როგორც მაისი,

დადაფნულ გზაზე მიდიოდი, ვით კეისარი,

შენს მოვლენაში კრთოდა ცეცხლი უზენაესი.

 

ცხოვრება შენი იყო მწველი ალერსი ქალის,

თვით ბოროტება საქართველოდ ნაანდაზები

შენში ბადებდა სიმხურვალის დაუმქრალ ხალისს,

და შენ, მწყურვალემ, გამოსცალე ყველა თასები!


ყოველი წვეთი სავსე იყო უმძაფრეს შხამით;

ლურჯა ცხენებით თუ გაფრენდა გრძნობათ სინაზე,

იყავ საოცრად მოხიბლული ასეთი ღამით

და უაილდის ყვავილივით დაეცი გზაზე.


ცაცხვები დგანან შენს საფლავთან, ვით კენტავრები,

მათ სიბნელეში, ნისლიანი და უეცარი,

გამოჩნდებიან პოეზიის თანამგზავრები,

სდგანან მწუხარედ და იტყვიან: აი, ეს არი!“

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გალაკტიონ ტაბიძე  • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen