მთარგმნელი: ლულუ დადიანი
|
რა გაიძულებს მიბრუნდე უკან დღეს, მოუსჯენარ, ქარიან ბაღში, სადაც ჯერ კიდევ გამოსჭვივის მზის სხივის კრთომა? ხედავ, სიმწვანე თავს ვით იწონებს, მზისცვარდაკრული. მოდი! ო, ნეტავ შენსავით შევძლო, არად ჩავაგდო სიმძიმე ხეთა. (ერთს თუ უმუხთლა ბედისწერამ და გადატყდა გზაზე, უნდა მოვუხმოთ მამაკაცებს მოსაშველებლად, ხეებზე მძიმე რა არის ქვეყნად?) შენ ჩამოიარ ქვის უამრავ საფეხურს ჩემსკენ: მესმის ფეხის ხმა. ზარს კი აქ ისევ არ ახმიანებ. მე ჩემს სმენას და მონაბერ ქარს სულ მარტო შევრჩი... მთულოდნელად ბულბულმა ლაღად შეიფრთხიალა მყუდრო ბუჩქნარში. ყური მიუგდე, ჰაერში როგორ: გაილურსა, თუ ჯერ ვერ გალობს. ნუთუ შენც გესმის ჩემთან ერთად, - თუ სულ სხვა რამე გაფიქრებს ახლაც, ხმის ჩვენთვის უცხო, მეორე მხარე? |


