კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 13:18

 

შირაქში ერთმა მეცხვარემ, სიზმარი ნახა მხრიანი.

ადგა და ბიძას უამბო, სარქალიც ყავდა ჭკვიანი.

- წუხელის ბიძავ სიზმარში, ქარი იყო და ნიავი.

მოგლიჯა ჩვენი ფარეხი, ზეცას გაჰქონდა გრიალი.


ან მე მოვკვდები ამ სამ დღეს, ან ცხვარს მოუვა ზიანი.

- ნუ გეშინია ეტყოდნენ, სიზმარი ტყუილი არი.

- ადე  შინ წადი ძმიშვილო, შინ არ მოგივა ზიანი.

სულ დაიბარა მწყემსები, ვისთანაც იყო ზიარი.


- მოდით და ეხლა ცხვარ გავყოთ, ყავლები გასული არი.

დაუსაკუთრა სუყველას, ვისაც რა ჰყავდა რქიანი.

თავის საკუთრივ დათვალა, კიდევ ცხრაათასიანი.

მეორე დილა გათენდა, დილაა ღრუბლებიანი.


- უნდა დღეს სახლში წავიდე, იქ ხომ არა მაქ ზიანი.

მეჯოგე ჯოგში გაგზავნა, ლურჯა მომგვარე ფხიანი.

მეჯოგემ ჯოგი მორეკა, ბაკში დაიწყეს ტრიალი,

გამოიყვანეს ჯოგიდან, ლურჯა შავფაფარიანი.


მოჰგვარეს ცხენი ლურჯაი, ცხენი ცხრა გარსაკრიანი.

გავასა ხელი გაუსვა, გზას გასცქერს ორბი მხრიანი.

პირში ლაგამი ჩაუდეს, ზედ თვითონ შეჯდა ხმლიანი.

უზანგაში რომ ფეხ გადგა,  დააწყებინა ძგრიალი.


ტარებით გამოიარა, დიდი მინდორი ტრიალი.

ჭაობი  გამოატარა, მუცლამდე საფლობიანი.

მოაფრენს მთებისაკენა, ფეხებქვეშ გასდის ნიავი.

პირი ქნა ლუთხუბისაკე, მუხლი აქ ნიავქრიანი.


შირაქით ლუთხუბამდინა, სამი დღის სავალი არი.

სამი დღის გასავალშია, ერთ დღეს გავიდა ტიალი.

შირაქიდანა ლუთხუბში, გზანი გალივა მზიანი.

გაიწი ჩემო ლურჯაო, თორემ დარჩები მშიარი.


დილით წამოვა მახარე, საღამოს ლუთხუბში არი.

ლუთხუბის ჭალას გამოჩნდა, ლურჯაი პიროფლიანი.

ქვიანი გამოატარა, ნალებს გაჰქონდა წკრიალი.

გამოდგნენ ლუთხუბელები, ვინ არის თვალშუქიანი.


გამოსცქერს მთელი სოფელი, ვისთან რა მივა ღვთიანი.

ვისი რა კარზე მივალის, ვინ არის დავლათიანი.

წყალზე ჩადიან ქალები, იმისი ცოლიც იქ არი.

ქალები მოდგნენ წყაროსთან, ცხენი ვისია ტიალი.


რო მოდის ჩვენი მხრისაკენ, შავად რო გააქ  კრიალი.

ცოლმა ანდეზე შეაგდო, თალი მოავლო წყლიანი.

- არ დამიწყევლოთ ქალებო, მგზავრი რამა სჩანს გვიანი.

ჩვენი მეჯოგის ცხენსა ჰგავს, რად არის ოხერტიალი?


აქეთ რა უნდა ამ დროსა, ნეტავ რა ამბავი არი?

ნეტა რა ხდება ჩვენ თავსა? ვაი თუ დავრჩი ტიალი.

გახედა შორითვერ იცნო, დაღონდა სახე მზიანი.

რისთვის მაუკლავ ბეჩავსა, რა გაშავებული არი.


ვინ მოდის ემაგ ცხენითა? შავად რომ მოაქ გრიალი.

წავიდე დედამთილს ვითხრა, მიბრუნდა გულდარდიანი.

ცოლი გამოჩნდა ეზოში, კარში დაიწყო ტრიალი.

გამაიხედეთ ჯალაბნო, ვინ მოდის დავლათიანი.


არც დიდი ხანი გავიდა, კარზე მაიღო თქრიალი.

სახლში მივიდა ცხენდაცხენ,  კარები დახვდა ღიანი.

ქალთამზემ იერზე იცნო, ცრემლმა დაუწყო ციალი.

მახარ ჩამოვა ცხენიდან, დაღონებული ჭკვიანი.


დედა დაუხვდა კარებში, სალამი მისცა გზიანი.

შვილო მოხვედი მშვიდობით, შირაქს რა ამბავი არი?

ამავსა ჰკითხავს ვაჯკაცსა, ან ამინდ როგორი არი?

აქ შენ რად მოხველ ამ დროსა, ახლა ხომ დოლის დრო არი?


ან თუ რა თავსა შაუტყვე, ან ცხვარს ხვარ ექნა ზიანი?

დედი ცხვარიც გვყავ კარგადა, ბატკანიც მშვიდობთ არი.

ძმას ჩავაბარე დედაო,  რაც ცხვარი მყავდა ტიალი.

ცხვარ კი დავტოვე კარგადა, ახლა მე მამდის ზიანი.


ლურჯა კარებში დააბა, ლურჯა ის ოხერტიალი.

ძუა გაუხსნეს ლურჯასა, შაკრული ჟინჟილიანი.

- ქალი რო ძუას უხსნიდეს, ეგ რა ვაჟკაცის შნო არი?

ქალმა შასტირა ბეჩავმა, ცრემლით დაულბო ძუანი.


რძალი წინ გამოეგება, მადლიანი და ღვთიანი.

- დადეგ და მაზლო მიამბე, ცხორში რა ამბავი არი?

გაწივა, სახლში შევიდა, თვალებს დაუწყო ბრიალი.

შევიდა სკამზე ჩამოჯდა, ამოიოხრებს ტიალი.


მშვიდობით ქალო და რძალო, დრე მიბნელდება მზიანი.

ერთ მხარეს დედა დაუჯდა,  მტირალი თვარცრემლიანი.

მეორე მხარეს დიაცი, შავთვალა გიშრისთმიანი.

ჩაეკითხება ვაჟკაცსა, რადა ხარ გულჯავრიანი.


მახარეს გაუცხელეთ რა, მახარე ნამგზავრი არი.

მახარეს არა უნდა რა, ლოგინი უნდა ცვრიანი.

დედავ ლოგინი დამიგე, სულის ამოსვლი დრო არი.

მე კი მოვკვდები დედაო, ჩემ ცხორ დარჩება ტიალი.


უწინამც დედა მოგიკვდეს, შენზე არ დავრჩე მტირალი.

შემოეხვია თავის შვილს, თმაგაწეწილი ხნიარი.

განა ღმერთი ვარ დედაო,  სულ მუდამ ყისმათიანი.

ცოლმა დაუგო ლოგინი, ლოგინი პატივიანი.


ზედ  მახარ წამოაწვინეს, ცხრა ტყვია ნაჭრევიანი.

შიგ ჩაწვა ბიჭი მახარე, ვაჟკაცი მხარბეჭიანი.

შიგა წევს გულჩათხრობილი, ტანგაუხდელი ხმლიანი.

- შვილო ნუ მოხვალ, ნუ მოხვალ, ნუ მოხვალ სირცხვილიანი.


- ნუ გეშიანია დედაო, არ მოვალ სირცხვილიანი.

განა ღმერთი ვარ დედაო, სულ მუდამ სახელიანი?

გვერდით მიუწვა ლამაზი, ცხრა ნაწნავ გიშრის თმიანი.

ნელნელა ამოიგმინა, გული მილბება ტიალი.


შუა ღამე რომ მოვიდა, ქალთამზემ მორთო ღრიალი.

არიქა დედი გვიშველე, შვილი გიკვდება ხმლიანი.

გათენებული არ იყო, ყელში დაიწყო ხრიალი.

იმ უბედურმა დედამა, საშინლად მორთო ღრიალი.


მეორე დილა გათენდა სული დალია ღვთიანი.

როდეს მახარე კვდებოდა, ცა ქუხდა მიწა ტყვრბოდა.

მზე შავით იკაზმებოდა, მთორე უკუღმა სცხრებოდა.

მახარეს ცოლი და დედა, სულ ცრემლით იხვრიშებოდა.


დაწვება გმირი მახარე, კი ვეღარ  წამოდგებოდა.

გაჯავრდა დიდი პირიმზე, ხვთის კარზე მიგოგდებოდა.

ნუ მოჰკლავ გამარჯვებულო, კაი ყმა დამაკლდებოდა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen