კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 20:08

 

ჩემი თვალების და ცრემლების

დიად სიღრმეში

ჩასახულია ნაცნობი და უტყვი სამყარო

და ბუნდოვანი სახეები, როგორც ზმანება

მოდიან ჩემთან, ხელს მართმევენ, მეფერებიან.

მე მეშინია და გავრბივარ და ვიკლაკნები

ცეცხლის გრიგალში გამომწყვდეულ ანგელოსივით

და იდუმალი ხმა ჩამესმის, -

მე შეგქმენი არაფრისაგან.

რა გამწარებით იწოვს სიცივეს

ხრწნილების სუნით მთრთოლავი კუნთი,

და ბოლო და უკვდავი წუთით

მარადისობის შეკრას ფურცელი.

შეკრას, შეივსოს და გამთლიანდეს

რაღაც მყარით და რაღაც უცვლელით.

იქ - არც ღალატი, იქ - არც ნაღველი,

იქ - დიად წყალზე დაღვრილი ლილა

და შორი შუქი, თოვლივით რბილად...

იქ - არც დღეს... არც დღეს, არც ხვალ და გუშინ,

თვალები, როგორც უფსკრულის გულში

თენდება უფრო მაღალი დილა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen