|
უკვე მშვიდად ხარ და ელოდები: შენს ცაზე ერთი მთვარე იგვიანებს, შენს დროში ერთი გაზაფხული იგვიანებს, შენს გულზე ერთი ცრემლი იგვიანებს, შენს საფლავზე ერთი ბალახი იგვიანებს.
ვერ იმღერებენ შენი ტუჩები, ვარსკვლავების რბილი სინათლე ვერ შეგიხორცებს გახსნილ ჭრილობას, საიდანაც შხამივით წვეთავს დაუბრუნებელ დღეების შიში.
როგორც ტაძარი. |


