კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 13:31

 

კვლავ ნადირობენ გენებზე, 

მუხა თუმც რჩება მუხად, -

მიწაზეც არ გვასვენებენ,

მიწაშიც არ გვასვენებენ

და ცაშიც არ გვასვენებენ, 

ჯურხა!


ხელს ნუ ჩაიქნევ ურწმუნოდ,

სულ უიმედოდ ნუ ხარ! -

მიწაზეც საქართველოა,

მიწაშიც საქართველოა,

და ცაშიც საქართველოა, 

ჯურხა!


რა მოხდა, ფერფლად ქცეული

სამაროვნებიც ჰქუხან, -

მიწაზეც ქართველები ვართ,

მიწაშიც ქართველები ვართ

და ცაშიც ქართველები ვართ,

ჯურხა!


სიკვდილის ლექსს ვთხზავ ზეპირად,

სიცოცხლეს ვფლანგავ უხვად, -

მიწაზეც პოეტები ვართ,

მიწაშიც პოეტები ვართ

და ცაშიც პოეტები ვართ, 

ჯურხა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen