კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 13:07

 

ეს დილა სიხარულს მპირდება,

ჩავნიშნავ დღეს ხსოვნის დავთარში,

გახედე, ნუ გაგიკვირდება

ვარდები რომ ჰყვავის ზამთარში.


ინახავს ბუნება ქარ-წვიმას

გახვეულს სიცივის კალთაში,

მაგონებს მე თავისგანწირვას

ვარდები გაშლილი ზამთარში.


თაყვანს ვცემთ თითქოსდა ადვილად

ყრმას, მხსნელად გაჩენილს ქართაში,

ბავშვები უფსკრულის ნაპირას -

ვარდები გაშლილი ზამთარში.


რაც უნდა გულრწფელად გიამბო,

ვინ არჩევს დღეს ტყუილს მართალში,

დაღვრილი სისხლივით კიაფობს

ვარდები გაშლილი ზამთარში.


ვთამაშობთ ცხოვრებას და ტკივილს

ვერ ვმალავთ, ვით მახვილს ხალთაში,

როცა ჩანს ღვთისმშობლის ხატივით

ვარდები, გაშლილი ზამთარში.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen