მთარგმნელი: ვასილ გულეური
|
თრთის ლამპარი, თამაშობენ ჩრდილები, მკრთალი შუქი ბინდმა არ გაატარა. მაქმანებით დამშვენებულ საწოლში. შიშისაგან გაინაბა პატარა.
ბავშვის თვალში იხატება კითხვა... მაგრამ, ვაი! ხის კარადის ქვეშიდან. ნელა ძვრება საშინელი ვირთხა.
იატაკზე ნელა-ნელა მოგორავს. და უცქერის, წევს თუ არა საწოლში. დიდთვალება, პაწაწინა გოგონა.
სტუმრები ჰყავს, იცინიან ქალები. და ბოროტად ელვარებენ ბინდ-ბუნდში. ვირთხის დიდი, საშინელი თვალები.
ოჰ, სად არის ანგელოზი სახლისა? მალე მოდი, ანგელოზო, ძვირფასო, დამიფარე ვირთხისგან და დამიცავ! |


