კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 18:38

 

საღამოს ბებო ძროხას წველიდა.

რძე ჩხრიალებდა.

ძროხა ბებოს ეფერებოდა.

მე გაბუტული იქვე ვიჯექ

და მესმოდა ბებოს ჩურჩული:

- მოგიკვდეს ბებო, აგრიაა,

ჩემო საწყალო, აბა რა მექნა,

სარჩო ხომ გვინდა, ყუა ხო გვინდა,

ე ფქვილიც ხო საყიდნელია,

რო მოგამშიო, რას იტყვიან,

ან ცოცხლები, ან ჩვენი მკვდრები,

სხვა რო არა შემიძლია რა?

სხვა უღური რო აღარა მაქვს?

მუხლებში ძალა გამომელია

ბებო გენაცვალოს! ნუ გეშინია,

ეს ორი ძროხა ხო კიდევ გვყავს,

გაგიჩენენ კიდევ ნიკორას,

იქნებ ორივე სახარე იყო

ორსავ შენ მოგცემ,

ორივ გაზარდე,

და თუ ისინიც გაგიყიდო,

მიწამ წამიღოს,

ისედაც მიწაწასაღები ვარ...

რძე ჩხრიალებდა.

მერე შეწყდა.

დაღამდა კიდეც,

მერე შევედით მე და ბებო პურის

საჭმელად,

ბებომ ლოგინი გამიშალა

და ორივე ერთად ჩავწექით.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გოდერძი ჩოხელი  • • •   გოდერძი ჩოხელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen