|
მზე იძირება მღვიმეწითელი, შავად სდის ფოთლის შვავებს მელანი, გამახსენდები ბინდი-წიფელი, სერზე ღრუბელი წვება ელამი.
მზეო, სიკვდილს ნუ შეუშინდები, ლომისკარელზე მსურს შემოდგომა, მთვარის შუქით და თეთრი შინდებით.
ტყეებს შეარხევს სულთქმა პირველი, ხევში ხმაურით მიდის მდინარე, შენსავით ახლო და გამწირველი. |


