კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 18:27

 

მე აქ ყოველთვის მახსენდება წმინდა მამები,

მათი ხელები - ვით სანთლის შუქი

სულის შებერვით რომ ირხევიან,

მათი ლოცვები -

არაფერსა და არაფერს შორის

გაჩენილი მყარი სითეთრე,

მათი სიტყვები - სივრცის გარეთ,

ალუბლების, ხიფათის და სიკვდილის გარეთ,

სჯეროდათ იმათ, რომ განუწყვეტლივ

საკუთარი თავის ირგვლივ ტრიალი

იმ სპირალის ხვეულია,

რომლის ბოლო ღვთის უძლეველ შუქში შეგიყვანს.

ისინი ბიბლიური ფრინველებივით

დაფარფატებდნენ მდუმარ ეზოში

თეთრი კირივით შეფრქვეულნი მონასტრის კედლებს.

მე მახსენდება მათი თვალები -

ამაოების უფსკრულები,

რომლის კიდეზე

ნევროზით მთრთოლავ ჩემს გულს ვდებდი და ვმშვიდდებოდი.

მე მახსენდება მათი წმინდა ლიტურგიები,

მათი ჰიმნივით მაღალი შუბლები,

მზის სიფრიფანა შუქზე, ცაცხვის ტკბილ სიგრილეში,..

მე აქ ყოველთვის მახსენდება წმინდა მამები,

თუმცა ისინი არასოდეს აქ არ მინახავს...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen