|
(ვუძღვნი დოსტოევსკის)
ლურჯად ლივლივებს ზეცა უზადო, ირკალებიან სტეპნი დონისა, გაშიშვლებულა დიდი რუსეთი, როგორც მეძავი ბაბილონისა.
და თავს საკუთარს ვეღარ იპოვის... როდემდე გასტანს აუტენელი უსულგულობა ჩინოვნიკობის.
მახვილად დაგვცეს ფრთა ანგელოზის, არა, არა სურს ჭეშმარიტებას გაწირვა დედა საქართველოსი.
მამის ბეჭედი ეპყრა სარჩულად, რადგან გასწირა მან იუდეა კაცობრიობის გადასარჩენად.
სახეტიალო დრო მერმინდელი, მაგრამ სიკეთით ატარა ყველა მან ჭეშმარიტი ისრაიტელი.
ახალი დროის გვამცნეს დადგომა, ხალხებს აგლოვეს მესიის ჯვარცმა, ახარეს ღმერთის მკვდრეთით აღდგომა.
და არ უმუხთლო ერსა და თვისტომთ. ცის მაღალ ყელზე ვარსკვლავთა აცმას ჰმატო ზურმუხტი და ამეთვისტო.
უკომპრომისოდ, ულმობლად, მწვავედ, საკუთარ სინდისს მკაცრად მოჰკითხე, თორემ პირისა მისისა განვედ.
რადგან განზრახვა შემოქმედისა გვპირდება ახალ მეტამორფოზას, თანამდგომელად ქართლის ბედისა.
ვინც სინანულის ბილიკს იპოვის, საკუთარ სულში გარდაჰქმნის ყაჩაღს რუსეთი - ბნელი რასკოლნიკოვი.
გადაღარული ელვით რკალები, კოპებთან შეყრა საწვიმარ ღრუბლის და ხანჯალივით ბასრი თვალები.
გამოცდა სწადდა მფარველს უჩინარს, და სამერმისოდ იგი აღსრულდა ბედის ვარსკვლავმა რაც განუჩინა.
თანანადებთა მოსჩხრეკს იარას, გზები კაენის, განცდები მკვლელის ცოდვის ზიარად შემოიარა.
შხამად რომ ასვა წუთისოფელმა, სინდისის ცეცხლში გავლებულ სულის მენელსაცხებლე მახარობელმა.
იმედის ელდამ გული გალია, სად თანაგრძნობას კამარით მძაფრით ქვესკნელით ზეცა განუმსჭვალია.
არ უდრკებოდა შემზარავ ფერებს და განაგონი ნახევრად რულში ახსენდებოდა დიდი ხნის მერე.
უხამს სიფათებს ვერ მოინელებს, აწამებს ხსოვნა და დოსტოევსკის დაალტობს ცრემლი მაგდალინელის.
ქვით დამკრეფელთა მკაცრი მქირდავი, მეძავის დარდში მარგალიტს ეძებს შვიდი დემონის ტანით მტვირთავი.
ლოცვით განასხა ეშმათა დასტა, ახლა თვით არის ჭირისუფალი ცოდვის საწერლით დაღალულ კაცთა.
სად ლოთობაა, სიძვა, როზგები და განგვაცვიფრებს თავისი ხალხის აღუწერელი პარადოქსებით.
ჭეშმარიტების ხდება მხლებელი, ეოცნებება სულს სხვა სამშობლო, ქვეყანა ღმერთის მაძიებელი.
გულს გააშიშვლებს უზომოდ ალალს და უჩვეულოს შესძენს სიმძაფრეს მოყვასის ხვედრში ჩაწობილ კალამს.
უძირო ტანჯვის აჩენს ტიტანად, სიზმართა წყების გენესარეთი, ვინც პეტერბურგში გადმოიტანა.
აპოკალიფსი მეხის და სიტყვის, მკვდრეთით აღმდგარა მისი ლაზარე, სისხლის და ხორცი დიდი მესიტყვის.
და მონაგონი ბოგანო რუსის, მასში იმძლავრებს ხმა პირველ სკვითის, ვარდისჯვრიანი სკვითიანუსის.
არ გადიხსნება ზეცა იოლად, უფალი ბევრჯერ გამოცდის რუსეთს, ვეშაპის მუცლით გასულ იონას
როცა განწმენდის ჟამი იელვებს, როცა იქცევა ყველას მსახურად, როცა ფეხს დაჰბანს გადამთიელებს. |
| პოეზიის გვერდი • • • |


