|
დღეს აღესრულა შოთა რუსთველი... კვალად ზვიადი, კვალად უცვლელი, ათი დღე-ღამე უჭმელ-უსმელი; სენაკის თვისის ჭერს შესცქეროდა; სწამდა, სჯეროდა... სწამდა, სჯეროდა... ვისთან დავობდა... ვისთან მსჯელობდა... ათი დღე-ღამე ცას შესცქეროდა; სწამდა, სჯეროდა... სწამდა, სჯეროდა...
თეთრ საბურველად პირზედ ებურა; უხმოდ დასტოვა ესე მთა-ბარი, შებინდების ჟამს მოკვდა მეფურად.
სიკვდილის წინ ვუდექით დიდხანს: - უკანასკნელი აღსარება შენს მოძმეთ გვითხარ, იქნებ აღმოთქმა გულს გეამოს, სულს არ ეწყინოს - მშობელ მხარიდან ამ შორეთში გადმოხვეწილო!
ოდნავ სველი მილულა თვალი. ღაწვზე ეფინა ჩამავალ მზის ნათელი მკრთალი.
ტოტები ლურჯი: - ჰა, შენი ქართლი, შენი სამცხე და არტანუჯი - წამლად დაგედოს, ვითარ შენი მიწა და წყალი... არა ინდომა, ოდნავ სველი მილულა თვალი.
მისგან რჩეული: - იქნებ, განგიქრეს სევდა ძველი გულს დაჩნეული, უსმინე შენებრ, კვლავ აღგანთებს მის ცეცხლის ალი... არა ინდომა, ოდნავ სველი მილულა თვალი.
ვუგალობეთ ჰანგი მრავალი და როს მოიღო ჯვარისმამამ ჯვარი მთავარი: - "ღმერთმან შეგინდოს, აღასრულე შენ შენი ვალი..." ოხვრა აღმოხდა, საუკუნოდ დახუჭა თვალი.
კვალად ზვიადი, კვალად უცვლელი, ათი დღე-ღამე უჭმელ-უსმელი; სენაკის თვისის ჭერს შესცქეროდა; ვისთან დავობდა, ვისთან მსჯელობდა? სწამდა... სჯეროდა... სწამდა... სჯეროდა... |


