|
ისევ ტორტმანობს ტრამვაების შავი ბაზარი, ღამის მელანში კუბელიკის კრთის ჭიანური, ჭლექი ასულის მოჩვენება ქაიანური, აელვარდება ლურჯ ჰაერში, როგორც ფაზარი... ქალაქის მხრებზე ასვენია ღამის ქათიბი, დავდივარ მარტო - უანგარო და მგლოვიარე, ჩემს ჩრდილთან ერთად მე ქუჩები შემოვიარე. |


