|
ვერ დაგპირდები, რომ დავივიწყებ, როდესაც ზურგში ტყვიას მესვრიან, როცა მიზნისკენ ხოხვით მივიწევ, როცა მზერაში მხოლოდ გესლია.
განმეორდება ლამაზად თითქოს, რომ სიკვდილს აღარ შევუშინდები, რომ მოსისხლეში ვიხილავ ხვითოს.
რომ ძმის ღალატზე არ გავკვირდები, რომ ვერ შევძელი, რაც გსურდა მეთქვა და არც ვინაღვლებ, ვერ დაგპირდები.
დამიბრუნებენ უკან ერთიან, ვერ დაგპირდები, ცხოვრების მითო, რადგან მსაჯული მხოლოდ ღმერთია. |


