კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 00:51

 

სულის კივილით გამოგიტირე,

შენ, ჩემი სისხლის თანაზიარო,

სიუცხოვეში უხმოდ ვტიტინებ

ვინძლო, სიჩუმე დავაზიანო.


გაელვებაში გაქრი ანაზდად,

შენ მაცდურ იღბალს ბოლომდე ენდე,

შენ მიიცვალე ისე ლამაზად,

სიკვდილის ნატვრა დამჩემდა დღემდე;


გადამიახლე ყველა ტკივილი,

უნახაობის დარდი მაგიჟებს,

გამოგიტირე სულის კივილით,

ეხლა შენამდე ვითვლი ნაბიჯებს.


ფრთაჩამომწვარი პეპლის წადილით

(წერტილდასმული ტანჯვა-წამება)

მე მეჩვენება უფრო ადვილი

ჩემი ცისფერი გარდაცვალება...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მანანა ფრუიძე  • • •   მანანა ფრუიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen