კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 14:41

 

ბოლომდე დავიხარჯები,

სიკვდილო, მიცდი განაო?

ტყულად ნუ გაისარჯები,

არ გამომცადო ამაოდ.


გადაგიწვდია მარჯვენი,

ასპიტის კისერს ჰგვანაო,

ცოცხალთ მიცელავ გამრჯელი,

სისხლის გუბეში ბანაობ.


ჩემი ამ ქვეყნად გამჩენი,

აგერ, ცის თაღზე დგანაო,

თვალთ იშვიათად საჩენი,

ეგრე არ დამთმობს, ალაოდ.


და როცა დრო-ჟამს მავრჩები,

შენამც არ გაგახარაო,

ძვალად და ტყავად შაგრჩები,

ხორცს არ გაგატან თანაო.


თავლაფდასხმული დარჩები,

გზას უფსკრულ გადაჰკვალაო,

იქნება გვექმნეს საშველი,

ერთხელ შენ გარდაგცვალაო.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მანანა ფრუიძე  • • •   მანანა ფრუიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen