კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 20:39

 

თორმეტსა და თოთხმეტს შორის,

თოთხმეტსა და თორმეტს შორის -

ბეწვის ხიდზე გაგვატარებს უხილავი რეჟისორი,

ყველა ხარვეზს გაგვისწორებს უჩინარი რეტუშორი

და ერთბაშად მოგვეხსნება ყოველგვარი ფორსმაჟორი.

თორმეტსა და თოთხმეტს შორის,

თოთხმეტსა და თორმეტს შორის -

სინამდვილეს დაგვავიწყებს ინკოგნიტო დირიჟორი,

აგრემც დროზე დაისჯება აგრესორზე აგრესორი

და კრიმინალს აღმოაჩენს რევიზორთა რევიზორი.

არის გზები ფულის შოვნის, არის ბილიკები შოვის

და ბიჭვინთის რია-რიაც გამახსენდა, სხვათაშორის.

რია-რია-რიასა და ტია-ტია-ტიას შორის -

შრიალია შარიშურის და წყვდიადი შავი შურის.

რია-იბერიასა და რია-არტარეას შორის -

ბევრი არხი გაიყიდა, ბევრი ტელე და ვიზორი.

აღარ გვინდა რია-რია, შემოვძახოთ ტია-ტია,

ვინაიდან ორთა შორის ტია-ტია დიადია.

თორმეტსა და თოთხმეტს შორის,

თორმეტსა და თოთხმეტს შუა -

ჩვენთან იყო იესო და ჩვენთან არის იეშუა.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen