კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 16:49

 

ჩემო მოამაგენო, თუ გსურთ, რიტმი შეცვალეთ,

თუ გსურთ, მეტრიც შეცვალეთ მეორედ და მესამედ.


თუ გსურთ, გაამარტივეთ შედგენილი რითმებიც,

ალიტერაციებსაც ნუღარ მოერიდებით.


თუ დაგჭირდეთ, დააწყვეთ სტრიქონები თავიდან,

მეტაფორაც გაშიფრეთ, არა უშავს, აიტანს.


ნუ მიბაძავთ სინტაქსურ მსგავსებებს და შეხვედრებს,

შედარებით იოლად შედარებებს შეხედეთ.


ქვეტექსტსა და ქარაგმას ნუ გაუწევთ ანგარიშს,

ნუ დაიცავთ ყოველი ინვერსიის მაგალითს.


ნუ დაძებნით შესატყვის ჟარგონსა და ეპითეტს,

ზუსტი ინტონაციის შერჩევასაც ერიდეთ.


ნუ გამოედევნებით აქცენტსა და პაუზას,

შეგიძლიათ, ზოგ რეფრენს ხაზი არც კი გაუსვათ.


შეგიძლიათ, ხანდახან, ჰიპერბოლაც გაწიროთ,

ყველა ქვესათაური არ იქნება საჭირო.


გამოტოვეთ გზადაგზა ზუსტი ზედსართავები,

გამოტოვეთ სტროფი და გამოტოვეთ ტაეპი.


გამოტოვეთ ორმოცჯერ, გამოტოვეთ სამოცჯერ...

ოღონდ ჩემი გვარი და სახელი არ გამოგრჩეთ!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen