|
განსაზღვრულია დასაბამიდან ჩვენი გზები და ხასიათები... ერთხელაც ბედის-წერა ამიტანს, მოგზაურივით ავწრიალდები.
საკუთარ სულში წარსულს საყვარელს დავმარხავ, როგორც ძვირფას მეგობარს მეზღვაურები ზღვაში მარხავენ.
იგი ნაპირზე გამიყვანს გვიან, მაგრამ ვერაფერს ვერ დავინახავ, ვიდრე თვალები მექნება ღია.
და მე სათქმელი მექნება მათთვის, მე არ მექნება თვალი და გეში სარკეზე უფრო გულგრილი მხატვრის.
მხოლოდ პირველი ნაბიჯი მიმძიმს, როგორ გავენდო დღეებს ხვალინდელს: საით არ უნდა წავიდე - ვიცი, მაგრამ არ ვიცი - საით წავიდე. |
| პოეზიის გვერდი • • • |


