|
ბერა საზანდარს როცა მომართავს, შენ სევდა გიპყრობს გაუგონარი, ცად აიშლება გუნდი ყორანთა, ლეშის საძებრად წავა ყორანი...
და ქარიშხალმაც მოითქვა სული... მარტო რად დგახარ, როგორც ონისე, შეგინებული და შერისხული?
სევდა რად გიპყრობს გაუგონარი? აუ, აფრინდა გუნდი ყორანთა, ვაი, ვის გულმკერდს დაფლეთს ყორანი? |


