|
ბატონ აიეტს ვახლავარ ორმოცდაათი არხით: ხალხით და ბაირაღით და ჯანყით და იარაღით.
მარელისი და მარსი და ხურცილავა და ხულო.
და ვიცვლით დონჟუანივით საყვარლებსა და არხებს.
მივყვები საკაბელოს და შევდივარ სიბერეში.
ერთი რომ მაინც ჰქონოდა აიეტ მეფეს არხი?!
კიდევ კარგი, რომ არ ჰქონდა თავისი არხი ნერონს! |
| პოეზიის გვერდი • • • |


