კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 02:15

 

ჩემი ჭრილობა პირს იკრავს,

ახლა ეს უფრო მაწუხებს,

გულზე რა შემომეყრება,

რა შემომიჭერს მარწუხებს.


ვაითუ, დილა გათენდეს

და მე ტკივილის გარეშე

ვიდგე და ცხელი ცრემლები

არ ორთქლდებოდნენ თვალებში.


ვიდგე და არ მადარდებდეს,

არც არაფერი მტკიოდეს,

მზე ცაზე ეგდოს გულაღმა

და აღარ ამოდიოდეს


და აღარ გადმოდიოდეს

მთვარე ჩემს შუბლზე მაღლიდან

და აღარ გამოვდიოდე

გაჯავრებული ავდრიდან...


ან ჩემს ბეჭებზე კლდეები

აღარ გადმოწვნენ ნაგრილად,

არ მინდა დამბადებელო,

არა, არ მინდა ნამდვილად.


სულ ღია მქონდეს ჭრილობა,

უფრო მძაფრადაც მტკიოდეს,

ოღონდაც ჩემი მამულის

მზე მუდამ ამოდიოდეს...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტარიელ ხარხელაური  • • •   ტარიელ ხარხელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen