|
სხივი აკლდება - შენს ღიმილს შემოეძარცვა ფერები, სახეზე დაჩნდა ბზარები ჩამოღადრული ცრემლებით, მზე ლღვება თბილი გულისა, ჩამოდის ჩამოცერებით. ირღვევა წმინდა ტაძარი - ცის სამოსელი სულისა, სჭარბობს არყოფნის სურვილი ყოფნად დარჩენის სურვილსა, ნეტავ, რა აანაპერწკლებს ქვეყნად დადგომის სურვილსა, შენი მზის ჩამონათებას, სამყაროს დასასრულისას. მაინც წინ, ცისკენ მივდივარ - ყოფნის სამყოფისს ვშორდები, ბინდი ვიყავ და ბინდი ვარ, ბინდადვე განვმეორდები. მოვალ შენს საკურთხეველთან, შენს უკითხავად მოვდგები, ერთი სანთელით ვილოცებ, ჩაქრება, ჩამოვღონდები. |


