|
მქუხარე სიმღერა უხდება არაგვის ხეობას ნისლიანს, აქ უნდა ითრთოლონ მუხლებმა, არაგვი ამ თრთოლვის ღირსია.
ცა როცა ასეა გამწყრალი. ქარებო, პირიმზე მომგვარეთ, პირიმზე მზისფერი წაწალი.
ღრუბლები, ჟამ და ჟამ კრთებიან. კლდის თავზე გაშალეთ ქორწილი, მაყრები?! - მაყრები მთებია.
ამ ბინდებს გავიდე, დრო არი, ქორწილში სიმღერა სხვაგვარი გვინდა და იმღერებს ყორანი.
რა მალე აჰკეცეს კარვები. მოჰბეზრდათ ყორნების ყრანტალი, მიდიან დახრილი თავებით.
მივკივი ჩამჯდარი ორბებთან. მე მთელი ცხოვრება ვუსმენდი, მაგათ ერთ ღამეში მოჰბეზრდათ.
ჩანს, ჟამი მოვიდა თენების, კარგია, კლდეები ბორგავენ ცა როცა ასეა გამწყრალი. ქარებო, პირიმზე მომგვარეთ, პირიმზე - მზისფერი წაწალი. |


