კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 13:31

 

გაფითრებული იდგნენ ქუჩები,

იდგა მაღალი მოხუცი ქარში

და ცას უმზერდა, მე მას ვუმზერდი,

როგორც ტაძარში შესული ბავშვი.


ის მოდიოდა ჩვენკენ შორიდან,

რომ დავენახეთ ყველაზე უკეთ,

მაგრამ იმდენად ახლოს მოვიდა,

ვერაფერს ვეღარ ხედავდა უკვე.


მაინც არ ანდო სული იუდას,

უარყო მშვიდი დღეების ტივი,

ზოგმა გაუგო, ზოგი მიუხვდა

სიყვარულივით დამალულ ტკივილს.


ესიზმრებოდა ყოველღამ დედა,

რომელიც იდგა შუადღის ჩრდილში,

ბევრი დაკარგა, დედასთან ერთად

დაკარგა დედის დაკარგვის შიშიც.


აკვირდებოდა შორიდან შურით

უზრუნველ ძილში ჩაძირულ სახლებს,

იკარგებოდა უცნობებს შორის,

ემალებოდა საკუთარ სახელს.


და ფანჯრებამდე სავსე ქუჩები

ათრობდნენ, როგორც ათრობდა სარკე,

ის მზეს უმზერდა, ჩვენ მას ვუმზერდით,

როგორც სნეული უყურებს სარკმელს.


ფრთებივით იგრძნო დაფნები ხვალის,

რომლებსაც მთელი სიცოცხლე მისცა,

და, როცა ცისკენ გაექცა თვალი,

თავის ძეგლივით დააკლდა მიწას.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen