კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 19:58

 

ჩავეგვირისტე ჩემს ტკივილებს, სულის ნაფლეთებს ,

ისევ მარტო ვარ, დროის ტოტზე შემორჩენილი

წვიმის წვეთივით და შიშიან თვალებს ვაფეთებ.

ვაითუ, მაცნემ მოიტანოს შავი წერილი,


ვაითუ, დღემაც არ ისმინოს ჩემი მუდარა,

გადამაფაროს ტყვიისფერი, მძიმე სუდარა,

დამაკრეფინოს წამწამები დროის ურჩები

და ამამშრალოს სისხლიანი, ცივი ტუჩებით.


იყო და არა იყო რა,

ხან დილა იყო, ხან ბინდი,

ობლის კვერივით იგორა

ბედმა, სანამ არ დავღვინდი,

შე, უთავბოლო სიკვდილო,

რა უდროო დროს მოგინდი!


ჩავეგვირისტე ჩემს ტკივილებს, სულის ნაფლეთებს,

ახლა მარტო ვარ და შიშჩამდგარ თვალებს ვაფეთებ...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მანანა ფრუიძე  • • •   მანანა ფრუიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen