|
ახლოს მომიშვი, გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით, თორემ კარსმომდგარ გაგიჟებას ვერ გადვურჩები. ხვალვე ამრევენ შეშლილიდან გადარეულში და ჩამტენიან სველი ტომრის ვიწრო სხეულში.
თეთრი არტახით გამიკრავენ მთრთოლვარე ხელებს, გისოსებს მიღმა ჩაკეტავენ განწირულ ღრიალს და დამწამებენ, რომ ხალხისთვის საშიში მქვია.
მხოლოდ შენ იცი, გონწართმეულს რისი თქმაც მსურდა. გულში ჩამიკარ, არსებობის ჩემის საწყისო, რომ შენს სხეულზე დემონური ვნება გავსრისო,
|


