|
ზოგჯერ, ხანდახან ანდა ხანდისხან. კაფეში შევალ მარტო - იაქი რამე სიმწარე უნდა დამისხან: არაყი, ვისკი ან კონიაკი.
ზედ ერთი ჭიქა ყავა მოშავო, რომ მღვრიე ქუჩას გავყვე საითმე, დაღლილი ტვინი ავამუშავო.
საკუთარ კანში ვარ ჩატეული ერთი არსება შენით სულდგმული - კოჯრის ნიავით ამჩატებული.
შენსკენ მოვდივარ, თვეა ვარდობის, გზადაგზა წაბლებს, ცაცხვებს შევცინი პეშვით ვსვამ ჰაერს, ნიშნად მადლობის.
ქარს მოვდევ, მაგრამ არ მომესვლება, ისე ვმაღლდები, ალბათ საცაა ფილტვები ზეცით ამომევსება.
ბავშვური თრთოლვით და ჟრუანტელით შენს სურათს ვხატავ ყვავილთ ფანტელით მთელ დუნიაზე რომ გამოვფინო, რომ განვაცვიფრო მთელი მსოფლიო, მშვენიერებავ, პირველყოფილო! |
| პოეზიის გვერდი • • • |


