|
შეხედე ამ მთებს! შვენით ცად აწვდილი ხან მოფერება, ხან განრისხება, - ამ მაღალ მთებში ქართველი კაცის მაღალი სული იგულისხმება.
მაღალ სიმღერას, მთებს - საქართველოს ავლადიდებას. ხურჯინივით რომ არ აიღება და სხვის მხარზე არ გადაიდება.
ჭაღარის ვერცხლით მოხუცი მამა წინ დაგიდგება, მის ჭაღარა თავს მხოლოდ მზის ცეცხლი, მხოლოდ მზის ცეცხლი წაეკიდება. |
| პოეზიის გვერდი • • • |


