კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 18:58

 

არც ბაღი მქონდა ვარდისა,

არც ყანა - ნადით სამკალი,

რა მრჯიდა, ასე უღმერთოდ

რა თავი შემოგაკალი.


როდიღა მახსოვს ედემი,

სურნელი შროშნის მინდორთა,

მე არც ის გველი მინახავს,

არც რადმე ვაშლი მინდოდა.


და თუმც არასდროს გაჩვენე

სახე ცრემლებით ნალტობი,

იცი, რა ხნიდან მიყვარდი,

იცი, რა დროდან გნატრობდი.


სურვილით ჩამოვკიოდი

ქარით გაპობილ ნაპრალებს,

ვერ გაგემხილე, ყოველი

გველს და ვაშლს გადავაბრალე.


ნეტავ რა ბედი დამწერეს,

გამთალეს ვისი ნეკნიდან,

ჩემი დაშლილი დალალი

ვის მკლავზე გადმოეკიდა.


მერე კი ზეცას შევტირე

ცრემლით დალორთხილ სახეთი,

მსურდა და... ვერ დაგარჩინე,

არ გინდოდა და... წახვედი.


არც ბაღი მქონდა ვარდისა,

არც ყანა - ნადით სამკალი,

რა მრჯიდა, ასე უღმერთოდ

თავი რად შემოგაკალი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მანანა ჩიტიშვილი  • • •   მანანა ჩიტიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen