|
შემოეძარცვა ფერი ბუნებას, ქარნი მწვერვალებს ნისლში მარხავენ, მე იმ ასაკთან მსურს დაბრუნება, სიყვარულს რომ ვერ დამიძრახავენ.
ხან მზის სხივებად ცას გავუხარდი... მადლობელი ვარ, რომ არ მიყვარდა, არ მიყვარდა და მაინც ვუყვარდი.
და გამოუცნობ სევდით ისევდა, ვისაც ვუთხარი და ვერ გამიგო, ან ვინც უთქმელად მიხვდა ისედაც.
ზღაპრის მოვასხი ჭრელი მანტია, ვისაც შევუნდე და ვაპატიე და პატიება ვერ მაპატია.
და მაინც დარი მქონდა იმედად, ვინც უნებურად გავიმეტე და ვინც ვერასოდეს ვერ გამიმეტა.
ქარნი მწვერვალებს ნისლში მარხავენ, მე იმ ასაკთან მსურს დაბრუნება, სიყვარულს რომ ვერ დამიძრახავენ. |
| პოეზიის გვერდი • • • |


