|
ისურვე, ბედმაც ასე ინება, - წახვედი, მეც სხვის კერას მიმგვარეს... ოღონდ შენ გული ნუ გეტკინება, სუყველაფერს მე გადავიბრალებ.
და რომ ღვარცოფი აგცდეს ჭორების, ვიტყვი, რომ თითქოს მიზეზი მე ვარ, ჩვენი განდგომის და განშორების.
რა ხნიდან ვმალავ ყველა ჭრილობას, სწორედ ამიტომ მე დავიბრალებ შენს ღალატსა და შენს გულგრილობას.
შენ მაინც შენს გზას გაჰყევ ნელიად... მე დავიბრალებ სუყველა ცოდვას, რაც არასოდეს ჩამიდენია.
წახვედი, მეც სხვის კერას მიმგვარეს... შენ ოღონდ გული ნუ გეტკინება, სუყველაფერს მე გადავიბრალებ. |
| პოეზიის გვერდი • • • |


