|
წუთისოფელი რასაც მოგვცემდა, ჩვენ გავიყოფდით თანაბრად მუდამ, სიხარულს, ნაღველს, ლამაზ ოცნებას, შვილის სიყვარულს და თოვლის გუნდას.
მთვარეს, თხილის გულს, მოწამლულ ისრებს, და როცა ჩემზე გეტყოდნენ აუგს, მოიღერებდი ამაყად კისერს.
შენი ტკივილი და სნეულება, როგორ გავიგო შენი თვალები, რატომ არაფერს არ მეუბნება?
და თუ გოლგოთა საწოლზე დაგცემს, იმ ყაჩაღივით ვიქნები შენთან, იესოს გვერდით ჯვარზე რომ აცვეს! |


