|
ღამის დუმილი მეჯადოსნება, მაგრამ ვეწევი ერთგულ პაპიროსს, რომ სევდიანი ჩემი ოცნება ისევ წარსულმა გაინაპიროს.
ჩემი საფერფლე წინ მისვენია, ცრუ ხეტიალში ბევრი ლანდები იმის სიბტყეზე გამიწვენია.
მოდის გრიგოლი - ლანდი პირველი. მაგრამ ვინ არის ეგ ავაზაკი? – თვით აშორდია გასაკვირველი.
დაორსულებულ კვამლის კირთები. და პაპიროსის წვერზე ანაგებს - მაცდურ პაოლოს დავუკვირდები.
უყვარს ტიციანს ნაზად, გედურად, იმან ტირილი ახლაც ინება, ლაორგის მთვარეს უსაყვედურა.
ღამე ობლობას კვლავ მომანდომებს - და ფერფლთან ერთად ბნელ ფანჯარაში. გადავისროლი სათუთ ფანტომებს. |


