კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 17:44

 

მთარგმნელი: ვალერიან გაფრინდაშვილი

 

შენც მიგვატოვე, ისე, როგორც მზე ჩადის ზღვაში,

მზე, დაჩრდილული პურპურების ალური ფარდით, 

რომ მოეწყინა მარტოობა დიდებულ წვაში,

უტყვი სამყარო და ლანდების მწუხარე დარდი.


დიახ! შენ წადი უშიშარი, ჭმუნვით ნაზარდი,

და შენ იცოდი, რომ ნახავდი სამშობლოს ცაში,

წმინდა გულისთვის აქ ზეიმის იშლება ვარდი,

იქ სიყვარული უპასუხებს სიყვარულს ზრდაში.


შენს მოგონებას ჩვენ ვინახავთ, ჩვენ ვგვიანდებით

ამ ბნელ მიწაზე. აღარ მოსჩანს კოცონი მზისა,

და ფითრდებიან ოცნებათა უქმი ლანდები.


ვილიე დე - ლილ ადან! ჩვენ გვწყურია დღე შეხვედრისა!

როცა. ნათელი მარადისა წალეკავს წყვდიადს,

დაუვიწყარო! ჩვენ გიმღერებთ ოსანნას დიადს!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen