მთარგმნელი: ამირან სვიმონიშვილი
|
პარტახი კალთის ბნელ სიღრმეში, სადაც ჯერ კიდევ დაქანცული წანწკარებს წვეთი. საკუთარ თავში მიქცეული ხევდება მზერა, გამშრალი ხახა, კუბო შენი სიცარიელის. გამშრალ ხახაში ყრუდ, პირქუშად დუღს მძიმე გზნება. ო, შენ, ვინც მხოლოდ სხვის წყურვილს ცნობდი, ახლა ქცეულხარ თვით წყურვილად და მონატრებად. მფრთხალი, ფხიზელი, ვეღარ უძლებ უძლეველ სურვილს, სურვილს, რომელიც დაჟინებით სოფლისკენ გიხმობს, ზღურბლთან ჩაშლილი უბრუნდები ადგილის დედას, რომ მის მწყალობელ კალთაში ჩაწვეს დამშრალი ტანი, ძღვნად გაცემული. აგავსებს მადლით, დაღლილ სხეულს გაჟღინთავს ტრფობით. მერე, ოდესმე, დაბრუნდები თვალნათლიერი, შენი ჩუხჩუხი გაზაფხულის მაცნე იქნება. დამათრობელი, მოჩურჩულე მიწის წიაღში და ნეტარებით ნაპირამდე ამოივსები, სად გელოდება მფრთხალი შველი, რომ გაოცებით უცქიროს თვის მოლანდებას, გულს გადაუხსნი, დაარწყულებ და გაიბრწყინებს შენი სინათლე იმის დიდრონ, თაფლა თვალებში, ტკბილო წყაროო, ხმოვანებავ ახლადშობისა. |
| პოეზიის გვერდი • • • |


