კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 14:09

 

ცივია თოვლი, მდუმარეა თეთრი სიცივე,

შენი სამარის გახსენება გაგაჟრიალებს,

მიდიხარ თოვლში და ეკლიან ფიქრს ვერ იცილებ,

თოვლი შრიალებს, უსაშველო თოვლი შრიალებს.


ბარდნის და ბარდნის... თოვლი ნელა ავსებს სიჩუმეს,

იპარავს მიწას - იმედივით ნაზარდს და მოვლილს,

შენგან წასულებს, დაკარგულებს და გამიჯნულებს

გახსენებს თითქოს და მწუხარედ შრიალებს თოვლი.


ბარდნის და ბარდნის... ვით უეცრად გაწყვეტილ ბორანს

მისდევ შენს ფიქრებს, სხვის მაგივრად კრთი და კანკალებ...

თოვს და გგონია - თეთრი კვამლით სამყარო ბოლავს

და წმინდა კვამლში წინ წასულთა ეძებ ნაკვალევს...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჭილაძე  • • •   თამაზ ჭილაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen