|
იგვიანებდა შენი წერილი: გაბასრებული ქარში ქიმივით, ჩიტივით სუსტი და მოწყენილი, ვით გაწბილებულ ბავშვის ღიმილი.
სანამ საერთოდ შეძლებდა ლოდინს, და მოლოდინის შავი მიწიდან ზურგს ამოჰყოფდა სინათლის ლოდი.
და მგრძნობიარე, როგორც კიდური,- ეჩვენებოდა სხვის მაგიდაზე, სხვისი სათვალის ქვეშ გარინდული.
ვერ გაიგებდნენ შენს ნათქვამს სხვები. და აღტაცების ცხელი ჰაერი ეტმასნებოდა მოირას ვნებით.
აუტანელი ხდება ლოდინი. აუტანელი ხდება ლოგინიც, როგორც საერთოდ ყველა სასჯელი.
ან იქნებ ღარუბლად იქცა დაღლილი, ან შეუერთდა ლაჟვარდს ფერივით, ანდა სამყაროს შერჩა დაღივით.
ჰგავდნენ კედლებზე წვიმის ლაქები, როცა დამცხრალი ქარის ჩურჩული ხდება მარტივი და გასაგები.
და ისევ ცაში ადის ნალექი, როცა სეულში იღვიძებს ვნევბა და ემუქრება სხეულს წალეკვით.
ეთიშებიან წყვდიადს ბავშვები და ყველაფერზე გული რომ გწყდება რითაც ცხოვრობდი და ვერ ამჩნევდი. |


