კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 19:14

 

ჩემს სახლთან პატარა ბაღია

მაღალი ხეებით, ჩრდილებით,

მოდიან ლამაზი დედები,

ძალიან ლამაზი შვილებით!..


ჩემს სახლთან პატარა ბაღია

მყუდრო და სათუთი ჩრდილებით,

აქ ყოველ საღამოს მოდიან:

ვაჟები, ქალები, წყვილები...


წვიმაა, ცამ ცრემლი მათოვა,

ვსველდები, თანდათან ვსველდები,

აქ ახლა არავინ არ მოვა

წყვილები, ბავშვები, დედები..


ფოთლებში ნათურას დავეძებ

ანთებულს მოწყენილ ფიქრითა,

აქ ერთი გოგონა რამდენჯერ

მიცდიდა... მიცდიდა... მიცდიდა...


ვკოცნიდი, თვალებში ვკოცნიდი,

მკოცნიდა, თვალებში მკოცნიდა,

და ბოლოს დავტოვე, მოვცილდი...

თვითონაც წავიდა, მომცილდა..


წვეთები, წვეთები, წვეთები,

ჩემს სახლთან პატარა ბაღია...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რეზო ამაშუკელი  • • •   რეზო ამაშუკელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen